დღეს „დინამო არენაზე“ საქართველო ირლანდიას დაუპირისპირდება

14:26 10-12-2019
19

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ირლანდიას დაუპირისპირდება. „დინამო არენაზე“ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება. ​

ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ირლანდია კარგი გუნდია, რომელსაც გამოცდილი მწვრთნელი ჰყავს და ხარისხი მან დღემდე გამართულ შეხვედრებში უკვე აჩვენა.

მატჩთან დაკავშირებით, 16:00 საათიდან მატჩის დასრულებამდე, სტადიონის მიმდებარე ქუჩები მთლიანად დაიკეტება.