სიძემ პატარძალს „ტრაილერით“ მიაკითხა - უჩვეულო ქორწილი რიზეში

15:08 10-11-2019
112

თურქეთის ქალაქ რიზეში ქორწილის სტუმრები ემოციებს ვერ მალავდნენ, როდესაც სადღესასწაულო დარბაზში სიძე-პატარძალი სატვირთო ავტომობილით გამოჩნდა.

ირკვევა, რომ პატარძალი ბავშვობიდან ოცნებობდა სატვირთო ავტომობილით საქორწილო ცერმონიაზე, მეუღლემ კი მას სიურპრიზი მოუწყო და ქორწილის დღეს სალონში სწორედ სადღესასწაულოდ მორთული სავტვირთო ავტომობილით მიაკითხა, იქიდან კი წყვილი დარბაზში გაემართა, სადაც სტუმრები ელოდებოდნენ.

როგორც თურქული მედია წერს, მათ სატვირთო ავტომობილის საჭესთან მჯდომი სიძის და გვერდით მყოფი პატარძლის დანახვაზე ემოციები ვერ შეიკავეს და რამდენიმე წუთის განმავლობაში „ტრაილერში“ მჯდომ სიძე-პატარძალთან ფოტოსესიით დაკავდნენ.