ორხევში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს

13:30 10-11-2019
35

ორხევში მკვლელობაში ბრალდებულის, 82 წლის მამაკაცის ადვოკატის განცხადებით, მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

მისივე თქმით, ბრალდებულის მიმალვის საფრთხე არ არსებობდა.

„სამწუხაროდ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ორხევში მომხდარი მკვლელობაში ბრალდებულ 82 წლის მამაკაცს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ბრალდებულის თქმით, კონფლიქტი ფინანსური დავის გამო დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1937 და 1977 წლებში დაბადებულ მამაკაცებს შორის კონფლიქტი წარსულში არსებულ უთანხმოებას მოჰყვა.

ახალგაზრდას, რომელსაც მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.