ახალი ათონის მღვიმეში რუსები კონცერტის ჩატარებას აპირებენ

11:20 10-11-2019
61

ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი ათონის მღვიმეში კლასიკური მუსიკის რუსი შემსრულებლები ილია რიმარი და ოლგა მაქსიმოვა კონცერტს გამართავენ. 

„დიდი ხნის განმავლობაში ვგეგმავდით კონცერტს მღვიმეში. ეს არ იქნება ტიპური კლასიკური მუსიკის კონცერტი, გამოვიყენებთ ელექტროგიტარებს, გონგდებს და სხვა ორიგინალურ ინსტრუმენტებს“, - განმარტავენ მუსიკოსები.

ახალი ათონის კარსტული მღვიმე საქართველოში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ის მსოფლიოს უგრძესი მღვიმეა, მღვიმურ სისტემათა შორის.