ზელენსკიმ პრესკონფერენციის ხანგრძლივობით პუტინის რეკორდი მოხსნა

10:14 10-11-2019
33

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ პრესკონფერენციის ხანგრძლივობით რუსეთის პრეზიდენტის რეკორდი მოხსნა. 

10 სექტემბერს, ზელენსკი მთელი დღის განმავლობაში ჟურნალისტებს ხვდებოდა - საუბრის ფორმატი ვახშამი იყო, რომელიც კიევის ფუდ-კორტში იმართებოდა. ჟურნალისტებს სთავაზობდნენ პიცებს, ჰამბურგერებს და ხაჭაპურს.

პრეს-მარათონი 10 საათზე დილით დაიწყო და უკრაინის პრეზიდენტმა 300-მდე ჟურნალისტის კითხვას გასცა პასუხი, რასაც 8 საათი დასჭირდა. 

ვლადიმერ პუტინის რეკორდი 4 საათი და 40 წუთია, რომელიც მან 2008 წლის პრესკონფერენციაზე დაამყარა.