მაშინ გაიგეს ჩემი გათხოვების შესახებ, როდესაც ყველაფერი დასრულდა - შორენა ბეგაშვილი

10:12 10-11-2019
6443

გადაცემაში „ვიზიტორი” მსახიობმა და ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა, პირად ცხოვრებაზე ილაპარაკა.

მან თქვა, რომ მაშინ გაიგეს მისი გათხოვების შესახებ, როდესაც ყველაფერი დასრულდა.

ბეგაშვილი ამბობს, რომ ევას ამბავმა დაანახა რამდენად ბოროტი შეიძლება იყოს ადამიანი.

„სწორედ იმ პერიოდში მივხვდი, რაოდენ ბოროტი შეიძლება იყოს ადამიანი. ინციდენტიდან ორი დღე, სანამ ევას მანახებდნენ, ფსიქოზურ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი, შემდეგ მოვიკრიბე ძალები და ქვა და რკინა გავხდი.

ჩემს სოციალურ გვერდებზე არაფერს ვშლი, გადავავლე თვალი იმ პერიოდში სხვადასხვა ადამიანის მოწერილებს. ადამიანები მეუბნებოდნენ, ასე რომ იქცევი, იმსახურებ ამ განსაცდელსო, ახლა კი მებოდიშებიან და თავიანთ სისასტიკეს აღიარებენ, თუმცა ახლა გვიანია, არავის ნუგეში არ მჭირდება. ყველაფერი კარგად დასრულდა, ევა ახლა პირველ კურსზეა და ფსიქოლოგის პროფესიას ეუფლება, როგორც ჩემს არჩევანში არ ჩაერივნენ ჩემი მშობლები, ანალოგიურად არ ჩავერევი ევას არჩევანში, მან უკეთ იცის, რა სჭირდებათ“,-თქვა ბეგაშვილმა.

რაც შეეხება ჩემს გათხოვებას და პირად ცხოვრებას, მაშინ გაიგეს ჩემი გათხოვების შესახებ, როდესაც ყველაფერი დასრულდა. ხელი გავაწერე და ახლა იუსტიციის სახლიდან მოვდივარ“,- ამბობს შორენა.