ილია ჯიშკარიანის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

08:22 10-11-2019
34

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული „ქართული ოცნების“დეპუტატისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სასამართლო სხდომა დღეს, 12:30 საათზე, „ნიუ ჰოსპიტალში“ გაიმართება.

თამთა თოდაძის ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურა ილია ჯიშკარიანისთვის 10000 ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

შეგახსენებთ, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 8 ოქტომბერს, საკრებულოს თანამშრომლის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.