ლაშა ღლონტმა ანტვერპენში გია ყანჩელის სახლის წინ ყვავილები მიიტანა

17:08 10-10-2019
457

ანტვერპენში გია ყანჩელის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან მომღერალმა ლაშა ღლონტმა, პატივის მიგების მიზნით, ყვავილები დააწყო. ამ ფაქტის ამსახველ ვიდეოს მომღერალი სოციალური ქსელის მეშვეობით აქვეყნებს. 

ლაშა ღლონტი: - ანტვერპენში იმ კორპუსთან მოვედით, რომელშიც ბატონი გია ცხოვრობდა. დიდი მადლობა ფონდ World of Diaspora-ს წარმომადგენლებს. არასოდეს დამავიწყდება ბატონ გიასთან ურთიერთობა, მისი რეკომენდაციები და რჩევები. ძალიან მიყვარდა, ისევე როგორც, მილიონობით ქართველს...

 

ავტორი: თამარ გონგაძე