ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის მფლობელები გამოვლინდნენ

16:33 10-10-2019
42

პოლონელი ავტორი ოლგა ტოკარზუკი და ავსტრიელი პიტერ ჰენდკე, ლიტერატურის დარგში „ნობელის პრემიის“ მფლობელები გახდნენ.

ორი გამარჯვებული გამოვლინდა როგორც 2019 , ასევე 2018 წლისთვის, რადგან გასულ წელს, ლიტერატურის დარგში „ნობელის პრემია“ არავისთვის გადაუციათ.

2018 წელს ეს ჯილდო, სექსუალური სკანდალის გამო შეაჩერეს.

2018 წლის პრემია ტოკარზუკს გადაეცა, 2019 წლის ტიტული კი 76 წლის ჰენდკემ მოიპოვა. იგი პიესების, ნოველებისა და ლექსების ავტორია.

ავტორი: მარიამ გიგანი