ამხელა რესურსი არ უნდა დაიხარჯოს - გახარია ეროვნული ბანკის ახალ შენობაზე

15:46 10-10-2019
110

ევროვნული ბანკის ახალი შენობის აშენებაზე ამხელა თანხა არ უნდა დაიხარჯოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი ორგანოა. ბიუჯეტიდან არცერთი კაპიკი არ გადის… მიუხედავად ამისა, გეტყვით რომ ამხელა რესურსი შენობის ასაშენებლად, თუნდაც ეროვნული ბანკი იყოს, არ უნდა დაიხარჯოს. ვფიქრობ, უფრო ეფექტური იქნება ისეთი შენობის აშენება, რომელიც ცოტა უფრო იაფი დაჯდება,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ეროვნული ბანკი თბილისში ახალი სათავო ოფისის მშენებლობას გეგმავს. ახალი ოფისი ცირკსა და მტკვარს შორის  არსებულ 8 779 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთზე აშენდება. ახალი შენობის  სავარაუდო ღირებულება 50 მილიონი ლარია.