ანჯელინა ჯოლიმ ლონდონში გამართულ პრემიერაზე მორიგი ფურორი მოახდინა

12:19 10-10-2019
1131

ჰოლივუდის 44 წლის ვარსკვლავი, ანჯელინა ჯოლი ლონდონში Maleficent: Mistress of Evil პრემიერაზე ჩავიდა და მორიგი ფურორი მოახდინდა. ოსკაროსანმა მსახიობმა წითელ ხალიჩაზე გამოჩენისთანავე, საკუთარი ჩაცმულობით, ყველა დაჩრდილა. 

ბრიტანული პრესა მოდის კრიტიკოსებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს იყო განსაცვიფრებელი კაბა, რომელიც ვერცხლისფერი მძივებით გაფორმებულ მოციმციმე კონცხს ჰგავდა. 

Maleficent: Mistress of Evil ეკრანებზე 18 ოქტომბრიდან გამოჩნდება.