პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ზაზა თავაძეს მოუსმენენ

07:57 10-10-2019

პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ზაზა თავაძეს მოუსმენენ.

დეპუტატების განცხადებით, მთავარი კითხვა მათი მხრიდან კვლავ კანდიდატის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის საკითხი იქნება. კანონმდებლების თქმით, ზაზა თავაძეს მის წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებითაც დაუსვამენ კითხვებს.

ზაზა თავაძე 2016 წლის 20 ოქტომბრიდან დღემდე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს.