ზანდუკელის ქუჩაზე ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი საცხოვრებელი სახლის სახურავს გაუჩნდა.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.