სამწუხაროა, რომ ოხანაშვილი ზონდერად გადაიქცა - ეკა ბესელია

16:39 10-09-2019

სამწუხარია, რომ ოხანაშვილი ზონდერის როლში გვევლინება- ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამ განცხადებით ბესელია პარლამენტში, მალხაზ მაჩალიკაშვილთან მიმართებაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„ის წესები, რაც დადგინდა პარლამენტში და რასაც ოხანაშვილი აკეთებს, შეურაცხმყოფელია პარლამენტისთვის და იურიდიული კომიტეტისთვის, რომელიც კანონიერებას და ზედამხედველობას უნდა ახორციელებდეს. როდესაც მოქალაქეებს კონსტიტუციურ უფლებას უზღუდავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ოხანაშვილი გადაქცეულია პატარა ზონდერად. სამწუხაროა, რომ ზონდერის როლში გვევლინება ის და არა იმ ადამიანის, ვინც უნდა აჩვენოს პარლამენტის სტანდარტი და საპარლამენტო კონტროლი განახორციელოს“, - აცხადებს ბესელია.

მისივე თქმით, ის პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს.

დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილი იურიდიულ საკიტხთა კომიტეტის სხდომაზე არ შეუშვეს. იგი იმ დარბაზში შესავლას ითხოვდა, სადაც მოსმართლეობის კანდიდატს, შალვა თადუმაძეს უსმენდნენ. მისი თქმით, მას თადუმაძისთვის უნდოდა თვალებში ჩაეხედა.