შალვა თადუმაძე - რუსეთი ოკუპანტია და ყველა ქართველის ვალდებულებაა, რეალობა დააფიქსიროს

15:17 10-09-2019

„რუსეთი ოკუპანტია, მე ამ დიპლომით მქონდა შესაძლებლობა ვყოფილიყავი შეიარაღებული ძალების ოფიცერი და იქ ყოველ შემთხვევაში ეს მენტალიტეტი ჩამომიყალიბდა:“- ასე უპასუხა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე შალვა თადუმაძემ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს, რომელმაც მას რუსეთთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება სთხოვა.

„არ ვიცი, სხვები რატომ იკავებდნენ თავს. მე ამ დიპლომით მქონდა შესაძლებლობა ვყოფილიყავი შეიარაღებული ძალების ოფიცერი და იქ ყოველ შემთხვევაში ეს მენტალიტეტი ჩამომიყალიბდა - ოკუპანტი არის ოკუპანტი და შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ეს ყველა ქართველის ვალდებულებაა რომ რეალობა დააფიქსიროს როგორც არის. ოკუპანტი არის ოკუპანტი“- განაცხადა შალვა თადუმაძემ.