ვინ არის მერილ სტრიპის ქართველი ორეული

13:57 10-09-2019
179

ქარ­თვე­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი შოკ­ში ჩა­აგ­დო ცოტა ხნის წინ facebook-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა ფო­ტომ, რო­მელ­ზეც 3-გზის „ოს­კა­რო­სა­ნი“ მსა­ხი­ო­ბის - მე­რილ სტრი­პის ქარ­თვე­ლი ორე­უ­ლია აღ­ბეჭ­დი­ლი.

მისი სახელი და გვარი თამარ ჭანტურიაა. ის ხელოვანია. სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული და ამჟამად თავისი არქიტექტურული სტუდია აქვს. მას ხშირად ეუბნებიან, რომ მერილ სტრიპს ჰგავს. თქვენ თუ პოულობთ მსგავსებას?

width=554

სტრიპის ქართველი ორეული სილამაზის ხაზმა Beauty and The Box - მა აღმოაჩინა.

დიზაინერმა თეონა თავართქილაძემ 47 წლის თამარ ჭანტურია ოქტომბრის თვის სახედ აირჩია. 

სოციალური ქსელის მომხმარებლები კომენტარებში წერენ, რომ სანამ წაიკითხვადნენ თუ ვინ იყო ფოტოზე, ყველას ლეგენდარული მერილ სტრიპი ეგონა. 

„მერილ სტრიპი მეგონა სანამ სახელი და გვარი არ წავიკითხე“

„ამდენი დღეა ამ ფოტოს ვხედავდი მერილ სტრიპი მეგონა“

„Merylma იცის ქართველი ტყუპი რომ ყავს?“

„სტრიპი მეგონა, სანამ არ წავიკითხე“

„თამარ ჭანტურიაოოო?.. იმწამსვე მოვესიყვარულე, როგორც კი დავინახე. მხოლოდ თქვენი სიტყვების წაკითხვის შემდეგ. ღმერთო, რა კარგიააა! რა შარმი აქვს!“ - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები. 

 

ავტორი: თამთა თორდია