დააფიქსირეთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა ქცევა! - ოხანაშვილი ODIHR-ს

11:32 10-09-2019
19

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს სურთ კომიტეტის სხდომა ისე წარმართონ, რომ გენერალური პროკურორისგან კომიტეტმა კითხვებზე პასუხი ვერ მიიღოს.

მან კომიტეტის სხდომაზე ეუთო/ოდირის დამკვირვებლებს სთხოვა დააფიქსირონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა ქცევა და ეს ანგარიშში ასახონ.

„მინდა ეუთო/ოდირის დამკვირვებლებს ვთხოვო დააფიქსიროთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ეს ქცევა და პოზიცია. მე თქვენთვის არასდროს მომიმართავს დაგეფიქსირებინათ მსგავსი ქცევა. როგორც მონიტორინგის ჯგუფს მოგიწოდებთ დააფიქსიროთ თქვენს ანგარიშში ის ქცევა, რასაც ადგილი ჰქონდა მთელი ამ ხნის განმავლობაში, რასაც კადრულობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რომ არ სურთ პროცესი წარმართონ ისე, რომ მივიღოთ შეკითხვებზე პასუხი. ეს დააფიქსირეთ ყველას გთხოვთ! გვაქვს გამოყოფილი დრო, პოლიტიკურად შეთანხმებულები ვართ, აქამდე შეთანხმებას მივყვებით და დაიცავით ეს პოლიტიკური შეთანხმება, შემდეგ კი, კომიტეტის გადაწყვეტილება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შალვა თადუმაძის მოსმენა პარლამენტში 10:00 საათზე დაიწყო. მოსამართლეობის კანდიდატს პარლამენტთან ჟურნალსიტები დახვდნენ და დიპლომის ირგვლივ აგორებულ სკანდალზე განმარტება მოთხოვეს.

თადუმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მხოლოდ პარლამენტში უპასუხებდა კითხვებს და დილომთან დაკავშირებული საკითხიც განმარტა.

მანამდე თინა ბოკუჩავამ პარლამენტში დოკუმენტი მიიტანა და ამტკიცებდა, რომ თადუმაძის დიპლომი ყალბია.