გოგოებს ქვედა ტუჩს უჭრიან და ფირფიტას უდგამენ - სურმას ტომის უცნაური ტრადიციები

10:11 10-09-2019
506

ჩვენ სხვებზე უკეთესი ვართ, არ გვყავს მბრძანებელი, არ ვემორჩილებით არავის და საკუთარი თავისუფლებით ვტკბებით, -  ამაყად ამბობენ სურმას ტომის წარმომადგენლები, რომლებიც საკუთარ თავს უცხოპლანეტელების შთამომავლებად მიიჩნევენ და ძალიან ამაყობენ თავისი წარმომავლობით.width=1000

ისინი ორიგინალური მორთულობით იმოსებიან და უცნაური ნახატებით იჭრელებენ სხეულს, აბსოლუტურად არ ცნობენ ცივილიზაციას და ქედმაღლურად უყურებენ სტუმრად ჩასულ ცნობისმოყვარეებს.

სურმა სილამაზესაც თავისებურად აღიქვამს. ტანისა და სახის მოხატვის შემდეგ ქალები ტუჩებსა და ყურებს სხვადასხვა ზომის ფირფიტებით იმშვენებენ. ამ ადათის წარმოშობა, რომელიც მხოლოდ სურმას ტომმა შეინარჩუნა, უცნობია.

15-18 წლის გოგონებს ქვედა ტუჩს უჭრიან, რაც მტკივნეული და სახიფათო ოპერაციაა, მერე კი უდგამენ მომცრო ფირფიტას, რომელიც პერიოდულად შედარებით მოზრდილით იცვლება. მისი საბოლოო ზომა გოგოს მშობლების შესაძლებლობაზეა დამოკიდებული.width=546

ამგვარი დისკები დამცავ ფუნქციასაც ასრულებს, რადგან გატაცების ან მონად გაყიდვის შემთხვევაში, სხვა აფრიკული ხალხებისგან განმასხვავებელი ამ თავისებურების წყალობით შეიძლება ამ ტომის ქალების მოძიება.

სახის სამკაულთან ერთად, მოწიფული გოგოები ატარებენ მეტალის ფირფიტებისა და თოფის მასრებისგან აკინძულ წინსაფარს, რომელიც ხუთ კილოგრამზე მეტს იწონის და მათ გარდერობში გათხოვებამდე რჩება, რათა თავი დაიცვან აბეზარი თაყვანისმცემლებისგან.width=800

აფრიკის გულში, ეთიოპიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სუდანისა და კენიის საზღვართან, დანარჩენი სამყაროსგან უზარმაზარი მთებით იზოლირებულ ტერიტორიაზე შავკანიანთა ნახევრად მომთაბარე ტომი -სურმა ბინადრობს, რომელიც სულ რაღაც 28 ათასს აბორიგენს აერთიანებს.

მძიმე კლიმატური პირობების და რთული რელიეფის, გაუვალი გზებისა და ინფრასტრუქტურის არ არსებობის წყალობით, მცირერიცხოვანი სურმა დღემდე ერთ-ერთ ყველაზე საიდუმლოებით მოცულ და ანთროპოლოგებისთვის ნაკლებად შესწავლილ ტომად რჩება, თუმცა, აბორიგენებს სულაც არ ანაღვლებთ გარე სამყაროსთან კონტაქტის დეფიციტი, ცივილიზაციის მიღწევებიდან კი, მხოლოდ კალაშნიკოვის ავტომატს სცნობენ და იმ მატერიალური სიკეთით - ჩალის ქოხებით, შინაური პირუტყვით და პრიმიტიული შრომის იარაღებითაც კმაყოფილი არიან, რაც გააჩნიათ.