კვლევა: ძაღლის ყოლა ნაადრევი სიკვდილის რისკს 24%-ით ამცირებს

09:01 10-09-2019
166

ძაღლის ყოლა ნაადრევი სიკვდილის რისკს 24%-ით ამცირებს. ამის შესახებ CNN-ი წერს.

ამერიკელმა მეცნიერებმა, კვლევის ავტორებმა, დაახლოებით 4 მილიონი ადამიანის მონაცემებით იხელმძღვანელეს, რომლებიც 70 წლის განმავლობაში აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდნენ. 

სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ თუ ადამიანს, რომელმაც გულის შეტევა გადაიტანა სახლში ძაღლი ჰყავს, შეტევის გამეორების რისკი 33%-ით ნაკლებია, მათთან შედარებით, ვისაც ძაღლი არ ჰყავს.