ვინ არიან 2019 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები მედიცინის დარგში

17:34 10-07-2019
17

CNN -ის ინფორმაციით, 2019 წელს ნობელის პრემია მედიცინის დარგში, ერთობლივად მიენიჭა უილიამ კელინ უმცროსს, სერ პიტერ რეტკლიფს და გრეგ სემენეტს, მათი საფუძვლიანი კვლევისთვის - როგორ დონეზე რეაგირებენ ადამიანის უჯრედები, ჟანგბადის ცვლილებებზე.

ორშაბათს სტოკჰოლმში, კაროლინის ინსტიტუტში, პრიზის გამოცხადებისას, ნობელის კომიტეტმა განაცხადა, რომ ამ სამმა აღმოჩენამ გზა მისცა ანემიის, კიბოს და მრავალი სხვა დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის ახალ სტრატეგიებს.  

სემენტსი, რომელიც დაიბადა ნიუ – იორკში, 1999 წელს, ასევე გახდა საშტატო პროფესორი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში, ხოლო 2003 წლიდან, ჯონს ჰოპკინსის უჯრედების ინჟინერიის, სისხლძარღვთა კვლევის პროგრამის დირექტორია.

რეტკლიფი, რომელიც ინგლისში, ლანკაშირში დაიბადა, მედიცინას კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლობდა. ოქსფორდის უნივერსიტეტში, დამოუკიდებელი კვლევითი ჯგუფი შექმნა, ხოლო 1996 წელს - პროფესორის წოდება მიენიჭა.

ავტორი: რუსა ღვანიძე