იმერეთის ერთ–ერთ სოფელში მამაკაცს ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ

18:33 10-05-2019
4786

იმერეთის ერთ–ერთ სოფელში 50 წლამდე მამაკაცს 5 წლის ახლობელი გოგონას მიმართ გარყვნილ ქმდებაში ადანაშაულებენ. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება, ხოლო მამაკაცი დაკავებულია.

გოგონას დედის განმარტებით, ბავშვს მამაკაცი გენიტალიებზე ხელის შეხებას აიძულდებდა. „ეს ყველაფერი ბავშვმა ძმას უთხრა, დედიკოს არ უთხრა თორემ გამიბზრადებაო. ამის შემდეგ მე ფერებ-ფერებით მოვაყოლე, – ამბობს ხუთი წლის გოგონას დედა. მისი თქმით, მამაკაცი მათი ოჯახის ახობელია და მათ სახლებს მხოლოდ ღობე ჰყოფთ.

როგორც დედა ამბობს, ამ შემთხვევამდე ამ მამაკაცსა და გოგონას შორის კონფლიქტს ჰქონდა ადგილი. „თითქოსდა ჩემმა შვილმა იმ კაცის შვილიშვილი აატირა, ამიტომაც ბავშვს მკლავი დაულურჯა. ცხადია ვუსაყვედურე და მან მითხრა, რომ შენს გოგონას უარესს ვუზამო. მე ამ ინციდენტამდე და მის შემდეგაც ბავშვებს სულ ვუშლიდი მათ სახლში გადასვლას, რადგან ცოტა არ იყოს კაცი ნერვიულია და ბილწი სიტყვებით მიმართავს ოჯახში ყველას, – გვიყვება გოგონას დედა.

მამაკაცი წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევია. მომხდარის შემდეგ დედამ თავისი მცირეწლოვანი შვილებით სახლი დატოვა და მშობლებთან გადავიდა. ამბობს, რომ მისთვის მძიმეა იმ სახლში ცხოვრება. გოგონას მამა საქართველოში არ იმყოფება. ბავშვს ექსპერტიზა ჩაუტარდა, საქმეში ასევე ჩაერთვნენ ფსიქოლოგებიც.

„ყველას ერთი დ აიგივეს უყვება. რაც იმას ნიშნავს რომ არაფერს არ იგონებს და რასაც ამბობს ყველაფერი სიმართლეა, – ამბობს დაზარალებულის დედა. ის გვიყვება, რომ გოგონას მომხდარის შემდეგ უცხო ადამიანების მიმართ შიში გაუჩნდა და არ სურს ამ თემაზე საუბარი. „ამ შემთხვევამდე ბავშვს ღრმა ძილი ჰქონდა, ახლა კი ხშირად იღვიძებს და მშფოთვარე არის. ოთახშიც მარტო ვერ ვტოვებ.

ჩვენ შევეცადეთ დავკავშირებოდით ბრალდებულის ოჯახსაც. თუმცა, მათ ამ თემაზე საუბარი არ სურთ.

ავტორი: თეონა აბესაძე