მამა, ქალიშვილთან ერთად მეტროსადგურ NYC -ში მატარებლის რელსებში გადახტა - ვიდეო

16:44 09-25-2019
3561

აშშ-ში ქალაქ ბრონქსის მეტროსადგურ NYC-ში, 5 წლის გოგონა მას შემდეგ გადაარჩინეს, რაც მამა, ქალიშვილთან ერთად მატარებელის რელსებში გადახტა.

ქ. ბრონქსის მეტროსადგურზე გადაღებული დრამატულ ვიდეოში ჩანს, რომ ერთ-ერთმა მამაკაცმა, გადაარჩინა გოგონა, რომელიც მატარებლის ქვეშ იყო ჩავარდნილი.

კადრში ჩანს, რომ კინგსბრიჯ-როუდის საგზაო სადგურზე, სამხრეთის მატარებლ № 4-ის რელსებში ჩავარდნილი გოგონა, როგორ გამოყავს მატარებლის რელსებიდან მამაკაცს და აჰყავს, მეტროსადგურის პლატფორმაზე. კადრში ისმის ქალის ხმა, რომელიც ყვიროდა: ”ცოტაც მოითბინე, ჩემო საყვარელო, ცოტაც!”.

მას შემდეგ, რაც ის პლატფორმაზე ამოიყვანეს, თქვენ ხედავთ უამრავ ადამიანს, რომელიც ცდილობს, რომ გოგონა ანუგეშოს.

ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ გოგონას მამა, 45 წლის მამაკაცი, რომელსაც გოგონა მკლავებში ეჭირა, რამდენიმე წამით ადრე, თვითმკვლელობის მიზნით, მატარებლის რელსებში გადახტა.  

პორტალ CBS2- ს, ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, რომ მათ დაინახეს ადამიანი, რომელსაც ”მკლავებში, პატარა გოგონა ჰყავდა. შემდეგი რაც დავინახე, არის ის, რომ მასთან ერთად გადახტა“.  

EMERCOM- ის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ გოგონას მამა, შემთხვევის ადგილზე დაიღუპა. ქალაქის სახანძრო სამსახურის ცნობით, მცირეწლოვანი გოგონა, უმნიშვნელო დაზიანებებით, სამედიცინო ცენტრში, დედასთან ერთად გადაიყვანეს.

პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, პორტალ „New York Post“-ს განუცხდა: -  სასწაული მოხდა, რომ გოგონა ცოცხალი გადარჩა“.

ავტორი: რუსა ღვანიძე