„გუჩის“ ჩვენებაზე ორი ქართველი მოდელი გამოვიდა

23:18 09-22-2019
140

იტალიური მოდის სახლის, „გუჩის“ ჩვენებაზე ორი ქართველი მოდელი ანა გავვა და ლიკა რიგვავა გამოვიდნენ.

მოდელებმა 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინეს.

„გუჩის“ ჩვენებამ მილანის მოდის კვირეული დახურა.

აღსანიშნავია, რომ „გუჩი“ დღეს ყველაზე გაყიდვად ბრენდად ითვლება, ხოლო მისი შემოქმედებითი ხელმძღვანელი ალესანდრო (ლალო) მიკელე ყველაზე პოპულარულ დიზაინერად.

წყარო: 1tv.ge