პოლიტიკაში შესვლა არასოდეს მიცდია და არც ვაპირებ მომავალში - მამუკა ხაზარაძის ინტერვიუ 2014 წელს

11:48 09-17-2019
51

პოლიტიკაში შესვლა არასოდეს მიცდია და არც ვაპირებ მომავალში - ამის შესახებ ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ 2014 წელს ნანუკა ჟორჟოლიანთან გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა.

2014 წელს ახლა უკვე მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი ამბობდა, რომ მან ბიზნესმენობა არჩია და ბედნიერი იყო ამ გადაწყვეტილებით. 

„მე პოლიტიკაში არასოდეს მიცდია შესვლა და არც ვაპირებ მომავალში. ეს იყო ახალი მოძრაობა „საზოგადოებრივი კავშირი“, სადაც გაერთიანებული ვიყავით ყველა პროფესიის ადამიანი. შემდგომ გარკვეულმა ჯგუფმა გადაწყვიტა პარტიის შექმნა, რომელსაც დაარქვეს „ახალი მემარჯვენეები“ და მე გადავწყვიტე ისევ გავყოლოდი საზოგადოებრივ მოღვაწეობას, ბიზნესს და პარტიაში მე არ შევედი, რადგან ვფიქრობ, რომ ან უნდა იყო პოლიტიკოსი ან ბიზნესმენი - მე ბიზნესმენობა ავირჩიე და ახლაც ბედნიერი ვარ ამ გადაწყვეტილებით“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ 

შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლმა, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა სახელწოდებით „ლელო“ 12 სექტემბერს ანაკლიაში შექმნა.