მამუკა ხაზარაძე „სირცხვილიას“ საპროტესტო აქციას უერთდება

00:14 09-17-2019
42

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე 20 სექტემბერს „სირცხვილიას“ საპროტესტო აქციას უერთდება - ამის შესახებ მან პარლამენტთან მიმდინარე გადაცემაში თქვა.

„მე აქ არ მოვდივარ ჩემი პოლიტიკური კარიერის გამო, აქ ჩემს შვილებთან ერთად მოვდივარ, რომ თქვენ გვერდით დავდგე და გითხრათ, რომ თუ საქართველოში თავისუფლებისთვის ბრძოლა ერთი წამითაც მოდუნდა, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პრობლემები წინ.

ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს ენას, ჩვენს ტერიტორიებს, ჩვენს რელიგიას, ყველაფერს. ეს არის ყველაზე მაღალი ნიშნული, ადამიანი იბადება იმისთვის, რომ იყოს თავისუფალი. ვერც ბიზნესმენი იქნები, ვერ პოეტი, ვერც პოლიტიკოსი... თავისუფლება უნდა გაჯდეს და უნდა იყოს ყოველდღიური ჩვენი დაცვის და მიზნის მიღწევის საშუალება, ამიტომ მოვდივარ მე თქვენთან 20-ში“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

20 სექტემბერს მოძრაობა „სირცხვილია“ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს. აქციის სლოგანია „ერთად ერთის წინააღმდეგ“.