ახმეტიდან თელავის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა

19:34 09-16-2019
15

ახმეტიდან და სოფელ ზემო ალვანიდან თელავის მიმართულებით, მგზავრობა 50 თეთრით გაძვირდა.

სოფელ ზემო ალვანის მკვიდრის დავით ლაგაზიძის ინფორმაციით, მგზავრობის გაძვირება კახეთის ადმინისტრაციული ცენტრისკენ, საწვავის ფასის მატებას მოჰყვა.

„მძღოლებმა გვითხრეს, რომ საწვავის გაძვირების გამო, სამგზავრო ფასი შეიცვალა და 50 თეთრით გაიზარდა. სხვაგვარად ხარჯს ვერ ვინაზღაურებთო“ - განაცხადა ლაგაზიძემ.

მგზავრობა ახმეტიდან თელავის მიმართულებით, ბოლო რამდენიმე წელია, ორი ლარი ღირდა.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი