უნივერსიტეტების დაფინანსების ახალ მოდელს ოქტომბერში წარმოვადგენ - მიხეილ ბატიაშვილი

17:50 09-16-2019
37

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში დაფინანსების ახალი მოდელი უკვე მზადაა და ოქტომბერში სამინისტრო დეტალურ პრეზენტაციას გამართავს.

„უნივერსიტეტების დაფინანსების ახალ მოდელს ოქტომბერში უკვე წარმოვადგენთ. მუშაობა ფაქტობრივად დასრულებულია, მხოლოდ გარკვეული საკითხების მოდელირება დარჩა. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ეს იქნება ხარისხზე და არა რაოდენობაზე მორგებული მოდელი“ - განაცხადა ბატიაშვილმა.

„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2019“ 30 სექტემბრის ჩათვლით
გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით
სხვადასხვა სამეცნიერო და შემეცნებითი აქტივობა, 300-ზე მეტი ღონისძიება
ჩატარდება.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი გიორგი გახარია,
მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო

ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი, უცხოელი ექსპერტები და
სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.