რონალდუ კამერის წინ ატირდა - რა ვიდეო აჩვენეს ფეხბურთის ვარსკვლავს

12:05 09-16-2019
333

კრიშტიანუ რონალდუ კამერის წინ, ინტერვიუს დროს ატირდა.

პირს მორგანთან ინტერვიუს დროს, ფეხბურთელს მისთვის დღემდე უცნობი ვიდეო აჩვენეს. კადრებში მამამისი, ხოსე დინის ავეირო ჩანს, რომელიც საკუთარი ვაჟის მიღწევებზე საუბრობს.

„ეს ვიდეო არასოდეს მინახავს. დაუჯერებელია,“-განაცხადა რონალდუმ და ცრემლები ვერ შეიკავა.

ცნობილი ფეხბურთელის მამა ალკოჰოლიკი იყო და ღვიძლის ფუნქციის დაკარგვის გამო 52 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„ვიფიქრე ეს სახალისო ინტერვიუ იქნებოდა. არ ველოდი თუ ვიტირებდი. მაგრამ ეს კადრები არასოდეს მინახავს, არ ვიცი სად იპოვეთ. აუცილებლად უნდა მომცეთ ეს ვიდეო, რომ ოჯახს ვანახო. მამაჩემს კარგად არ ვიცნობდი, იმიტომ რომ მუდმივად მთვრალი იყო, ნორმალური დიალოგი არასოდეს გვქონია. ეს ძალიან რთული იყო,“-აცხადებს ფეხბურთელი.

რონალდუ 20 წლის იყო, როდესაც მამამისი გარდაიცვალა და ვაჟის წარმატებული კარიერის უამრავ მნიშვნელოვან მომენტს ვეღარ მოესწრო.

კრიშტიანუ რონალდუს ექსლუზიური ინტერვიუ ITV-ზე ხვალ საღამოს გავა ეთერში. პირს მორგანთან საუბრისას ფეხბურთელმა ისიც განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში თავის შეყვარებულს ჯორჯინა როდრიგესს ცოლად მოიყვანს.



ავტორი: მარიამ გიგანი