სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით დანიას ეწვევა

08:14 09-16-2019
15

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 16 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით დანიის სამეფოს ეწვევა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, კოპენჰაგენში საქართველოს პრეზიდენტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ოფისის 69-ე სესიას დაესწრება.