მეტროსადგურ „სამგორში" ახალგაზრდა კაცი მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა.

19:32 09-15-2019
724

ნახევარი საათის წინ მეტროსადგურ „სამგორში ახალგაზრდა მამაკაცი მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა. ის დაახლოებით 15 წუთის წინ ამოიყვანეს.

სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.

ამ დრომდე უცნობია რა გახდა შემთხვევის მიზეზი.

მომხდარი ფაქტის გამო, მგზავრებს მეტრო სადგური დააცლევინეს, ასევე შეწყვეტილი იყო მოძრაობა სადგურ „300 არაგველამდე.