„პატრიოტთა ალიანსის“ აქციაზე მოზარდი ცუდად გახდა

15:45 09-15-2019
388

ამერიკის საელჩოსთან „პატრიოტთა ალიანსის“ ორგანიზებულ აქციაზე  ამ წუთებში არასრულწლოვანი შეუძლოდ გახდა. მას ადგილზე ხალხმა პირველადი დახმარება აღმოუჩინა. ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ბრიგადას ელოდებიან. 

შეგახსენებთ, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მიწვევის გარეშე მივიდა და ღონისძიების ჩაშლა სცადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დევიდ კრამერმა, ჟურნალისტებს და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერსა და ინაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.

ამის შემდეგ სიტუაცია შენობის გარეთ დაიძაბა. „ობიექტივის“ ჟურნალისტმა რასმუსენის განცხადებები გააკრიტიკა და ამის შემდეგ თამარ ჩერგოლეიშვილს დაუპირისპირდა. ვითარების გასამუხტად ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.

ავტორი: თამარ ბუჩუკური