რისთვის ჩამოვედი, არ ვიცი - „პატრიოტთა ალიანსის“ აქციის მონაწილე

15:38 09-15-2019
1341

ამერიკის საელჩოსთან „პატრიოტთა ალიანსის“ ორგანიზებულ აქციაზე „პრაიმტაიმს“ ერთ-ერთმა მომიტინგემ უთხრა, რომ რუსთავიდან ხალხი მოდიოდა და მათ გამოჰყვა, მაგრამ რისთვის არ იცის.

„რისთვის ჩამოვედი, არ ვიცი. ხალხი მოაგროვეს და მეც მათთან ერთად ჩამოვედი“ - აცხადებს მომიტინგე.

შეგახსენებთ,  „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მიწვევის გარეშე მივიდა და ღონისძიების ჩაშლა სცადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დევიდ კრამერმა, ჟურნალისტებს და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერსა და ინაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.

ამის შემდეგ სიტუაცია შენობის გარეთ დაიძაბა. „ობიექტივის“ ჟურნალისტმა რასმუსენის განცხადებები გააკრიტიკა და ამის შემდეგ თამარ ჩერგოლეიშვილს დაუპირისპირდა. ვითარების გასამუხტავად ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.

ავტორი: თამარ ბუჩუკური