სამუშაოები, სადაც მუშა დაიღუპა არ უკავშირდება ჭავჭავაძის გზის რეაბილიტაციას - ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი

13:57 09-15-2019
92

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, გალაქტიონ ბუაძის თქმით, მიმდინარე სამუშაოები, სადაც მუშა დაიღუპა არ უკავშირდება  ჭავჭავაძის გზის რეაბილიტაციას. ამის შესახებ მან „მთავარს“ განუცხადა.

„დეტალები ჯერ არის უცნობი, ამ პროექტს არ ჰქონდა კავშირი ჭავჭავაძის რეაბილიტაციასთან. კერძო კომპანია აწარმოაებდა სამუშაოებს ილიაუნის ეზოში და დეტალებზე თვითონ უნივერსიტეტის წარმომადენლები გესაუბრებიან“, - განაცხადა გალაქტიონ ბუაძემ.

შეახსენებთ, თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა გარდაიცვალა. „პრაიმტაიმს“ საანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, რომ შემთხვევა ჭავჭავაძის #32 ნომერთან მოხდა. მუშა მიწისქვეშა სამუშაოებს ასრულებდა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.