გარდაცვლილი 1 წლის და 7 თვის ანასტასია შენგელიას ოჯახი პედიატრის დასჯას ითხოვს

11:59 09-15-2019
1308

თბილისში გარდაცვლილი 1 წლის და 7 თვის ანასტასია შენგელიას ოჯახის მტკიცებით, გოგონას ექიმების მიერ დასმული მცდარი დიაგნოზის მსხვერპლი გახდა.

გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრის თქმით, მცირეწლოვანი კლინიკაში მაღალი ტემპერატურით შეიყვანეს, თუმცა ის ექიმებმა საავადმყოფოდან რამდენიმე საათში გაწერეს. ბავშვი სახლში გადაყვანიდან 3 დღეში გარდაიცვალა. დედა ამბობს, რომ ექიმებმა სამედიცინო ისტორიაც გააყალბეს და დაწერეს, თითქოს, მცირეწლოვანი კლინიკაში ხუთი კი არა, 15 საათი გააჩერეს.

„გულის ცემა საშინლად არ მომწონდა, გულში სითხე ქონია, ექიმმა ჯერ თქვა ცალი ფილტვი არ მომწონდო, მერე თქვა არცერთ ფილტვში არ აქვს ანთებაო. რენტგენი არ გადაუღო, მითხრა რომ ალერგია აქვს - აცხადებს ბავშვის დედა.

საქმეს პროკურატურა უკვე 9 თვეა სწავლობს. ოჯახი გამოძიების გაჭიანურებით უკმაყოფილოა. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ექიმს ლიცენზია უკვე ჩამოერთვა. შენგელიები პედიატრის და იმ სამედიცნო პერსონალის დასჯას ითხოვენ, რომელთა უყურადღებით 1 წლის და 7 თვის ანასტასია გარდაიცვალა.