ბახმაროში მელია მოიშინაურეს

00:32 09-15-2019
85

სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ერთ-ერთი მომხმარებელი ზუკა ჩიქოვანი, კურორტ ბახმაროდან ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს მოშინაურებული მელია.

ვიდეოს კომენტარებში ჩიქოვანი წერს, რომ ცხოველი მათთან იკვებება და თავსაც საკმაოდ შინაურულად გრძნობს.

ახლახანს კი მან მელიას ახალი ფოტო გამოაქვეყნა წარწერით „მომავალ წლამდე დავემშვიდობე, იმედია გაზრდილი დამხვდება“.

width=570