ექსკურსიისას დაღუპული 16 წლის სოფო ნიკოლეიშვილის საფლავი გაქურდეს

19:44 09-14-2019
777

ექსკურსიისას დაღუპული 16 წლის სოფო ნიკოლეიშვილის დედა სოციალურ ქსელში წერს, რომ გოგონას საფლავიდან ნივთები target=_blank rel=noopener>მოიპარეს.

„წიგნებიც მოპარეს ჩემს გოგოს,ჩანთაში რომ მეწყო...წებოც,კალამიც,სანთლებსაც იპარავენ...რა ვთქვა.ვინმემ უფალი არ მიხსენოთ და სამართალი.მძულს ეს დაბნელებული უსულგულობა“, - წერს შვილმკვდარი დედა.

ლა­გო­დეხ­ში 16 წლის გო­გო­ს ცხე­და­რი მაშ­ვე­ლებ­მა 27 მა­ისს იპო­ვეს. სოფო ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი სკო­ლა ალ­ბი­ონ­ში სწავ­ლობ­და, ის ნაკრძალში თა­ნაკ­ლა­სე­ლებთან და მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დროსაც მდინარის დინებამ წაიღო.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.