ბათუმის ერთ-ერთ მარკეტში მომხმარებელმა ასაწონ შოკოლადში მატლები აღმოაჩინა

17:58 09-14-2019
246

სოფო ხელაძე ყვება, რომ დაახლოებით, ერთ კილო ტკბილეული მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში იყიდა, სტუმრად მისულმა კი აღმოაჩინა, რომ თითქმის ყველა შოკოლადი გაფუჭებული და ჭიიანი იყო. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

„დაახლოებით 30-მდე შოკოლადი გავხსენი და ყველაში მატლი იყო. ხომ შეიძლება ეს პატარებმაც ჭამონ. უფროსებმა შენიშნეს და შემდეგ ყველა სათითაოდ გავხსენით. გასულ კვირას კი საბავშვო ფაფაში, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ერთ-ერთ აფთიაქში შევიძინე  მატლი იყო. პროდუქცია საკმაოდ ძვირი ღირს და ის ვადაგასულიც არ ყოფილა'' - ამბობს მომხმარებელი. 

სურსათის ეროვნული სააგენტოში ამბობენ, რომ ყველა რეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი, როგორც გეგმიურად, ასევე არაგეგმიურად მოწმდება. 

„არ არის გამორიცხული მაღაზია სააგენტოს ერთი თვის წინ შეემოწმებინა, პროდუქცია კი სარეალიზაციოდ მონიტორინგის შემდეგ ჩაეშვათ. მომხმარებლებს მოვუწოდებთ, მსგავსი ფაქტების დაფიქსირების დროს ცხელ ხაზზე, 15 01-ზე დარეკონ და ამის შესახებ მაკონტროლებელ ორგანოს აცნობონ. ყველა ასეთ შემთხვევაზე რეაგირება მოხდება'' - აცხადებენ სააგენტოში.