მაგონდება კუნძულ ლამპიდუზაზე გემიდან ახლად ჩამოყვანილი, დასველებულ-აბაბანებულ-მობუზული აფრიკელი - ნათელაშვილი ხაზარაძეზე

16:43 09-14-2019
50

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი მამუკა ხაზარაძის ახალი მოძრაობის პრეზენტაციის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

„ვუყურებ ხაზარაძის პრეზენტაციას ანაკლიაში და მაგონდება ხმელთაშუა ზღვაში, კუნძულ ლამპიდუზაზე გემიდან ახლად ჩამოყვანილი, დასველებულ-აბაბანებულ-მობუზული აფრიკელი, უკანონო მიგრანტები. უბრალოდ ჰუმანიტარული დახმარების ბრიგადა აკლიათ. შიში მაინც ოხერი რამეა, მით უფრო თუ მას ბიძინა ჰქვია“.

12 სექტემბერს მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ პრეზენტაცია გამართა.