სამი ფერეიდნელი ქართველი ირანიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდა

16:43 09-14-2019
23

სამი ფერეიდნელი ქართველი ირანიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდა.  ისინი ერეკლე მეფის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ და ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერეს.

შაჰრამ ონიკაძე, ომის (ამირან) გოგონანი და ისმაილ რაჰიმი ადგილობრივ მოსახლეობას და ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.

„სიმბოლურად, წინაპრების ისტორიული გზა გავიმეორეთ და საქართველოში ჩამოსასვლელად, 1400 კილომეტრი ფეხით სწორედ ამ მიზეზით გავიარეთ“ - განაცხადა შაჰრამ ონიკაძემ.

ფერეიდნელები ირანიდან 11 აგვისტოს დაიძრნენ და საქართველოს საზღვართან, 10 სექტემბერს ჩამოვიდნენ.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი