ვიდეოები

1714123131

VIDEO: „პრაიმ ჰაუსის“ სამი აუთსაიდერი მიმართვას ავრცელებს

ყველაზე რეიტინგული შოუ „პრაიმ ჰაუსი ALL STAR“ ერთგულ მაყურებელს სანახაობას არ აკლებს. ფინალური პროექტის მონაწილეები, გასული სეზონებიდან მაყურებლის ფავორიტები არიან. ახლა ყველა მათგანი მორიგი პირველობისთვის იბრძვის. რა ხდება „პრაიმჰაუსში“ და როგორი განწყობა აქვთ აუთსაიდერებს, ნახეთ ვიდეოში  

პრაიმ ჰაუსი ALL STAR

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1714130756

დარწმუნებული ვართ, მოვახერხებთ სწორედ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას, ეს არის ჩვენი პრინციპული ამოცანა - ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვინდა, ჩვენი ღირებულებებით, პრინციპებით შევიდეთ ევროკავშირში და დარწმუნებული ვართ, რომ საბოლოო ჯამში მოვახერხებთ სწორედ ჩვენი ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას, ეს არის ჩვენი პრინციპული ამოცანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ევროპაში არის სერიოზული გამოწვევები პროპაგანდის კუთხით, რაც იწვევს მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს.„7-წლიან მონაკვეთში გაზრდილია ლგბტ პირების რაოდენობა ევროპაში სამჯერ, გასამმაგებულია და 18-25 წლის მოსახლეობაში ეს რაოდენობა აღწევს 20 პროცენტს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ის ტენდენცია, რომელიც გვინდა, ვიხილოთ ჩვენს ქვეყანაში. არც ერთ ოჯახს არ უნდა, რომ საკუთარ ოჯახში იხილოს ამ ტენდენციების გამოვლინება, ყველას უფლებები არის დაცული, მაგრამ პროპაგანდა ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ეტყობა უკვე ევროპულ საზოგადოებებს, ეს აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის. ჩვენ გვინდა, ჩვენი ღირებულებებით, პრინციპებით შევიდეთ ევროკავშირში და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საბოლოო ჯამში მოვახერხებთ სწორედ ჩვენი ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას. ეს არის ჩვენი პრინციპული ამოცანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კო

საზოგადოება 1714130700

როგორ აღნიშნა ნიკოლოზ წულუკიძემ დაბადების დღე

25 აპრილს, თეატრმცოდნემ ნიკოლოზ წულუკიძემ საკუთარი დაბადების დღე იზეიმა. მან, როგორც პირადად, ასევე სოციალურ ქსელში, უამრავი მილოცვა მიიღო.ნიკოლოზ წულუკიძის დაბადების დღის წვეულებაზე გადაღებულ კადრებს სოციალურ ქსელში მმართველი გუნდის წევრი, ბაია კვიციანი ავრცელებს.ნიკას დაბადების დღე სიმღერითა და ტორტით მიულოცეს მეგობრებმა და მომღერლებმა, რომელთა შორის იყვნენ, „თეატრალურის კვარტეტი“ და ნეკა სებისკვერაძე.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1714130689

ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ გათვლა იმაზე, რომ ოქტომბერში დაიწერება ევროკომისიის უარყოფითი დასკვნა მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და ცდილობენ, დააშინონ ქართული საზოგადოება - ირაკლი კობახიძე

ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ გათვლა იმაზე, რომ ოქტომბერში დაიწერება ევროკომისიის უარყოფითი დასკვნა მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ცდილობენ,  ჩაუფინონ ნეგატიური ფონი და დააშინონ ქართული საზოგადოება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ჩალის ფასი აქვს ამ რეზოლუციას, ყველა იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც მთავარია სიმართლე.„რაც შეეხება რეზოლუციას, ეს პროცესი არის იმ ყველაფრის გამეორება, რაც ხდებოდა 2022 წელს. მაშინ იცოდნენ კონკრეტულმა ძალებმა, მათ შორის, ამ ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა, რომ 2022 წლის ივნისში ქვეყანა ვერ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს და ამისთვის ისინი ქმნიდნენ ნეგატიურ ფონს საზოგადოებაში, აშინებდნენ, აშანტაჟებდნენ ქართულ საზოგადოებას. მაშინ მიიღეს სამი სხვადასხვა რეზოლუცია, საქართველოსთან დაკავშირებით, სადაც საუბარი იყო მათ შორის, დამნაშავეების გათავისუფლებაზე, დამნაშავეებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტაზე და საუბარი იყო იქაც ბიძინა ივანიშვილის დასჯაზე. ეს იყო ერთგვარი მოსამზადებელი ფონი იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიღების შემდეგ საქართველოში მომხდარიყო რევოლუცია. თუმცა, თქვენ გახსოვთ, რომ ფარატინა ქაღალდებად დარჩა ეს რეზოლუციები. ხალხზე მუქარამ არ გაჭრა მაშინ, ქვეყანამ საბოლოო ჯამში, მართალია არა იმ წლის ივნისში, მაგრამ მომდევნო წელს მიეღო კანდიდატის სტატუსი. ყველაფერი არის მარტივი დეჟა ვიუ, ამ ყველაფრის გამეორება. აქაც, როგორც ჩანს, ამ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ გათვლა იმაზე, რომ ოქტომბერში დაიწერება მაგალითად კომისიის უარყოფითი დასკვნა მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ჩაუფინონ ნეგატიური ფონი დააშინონ ქართული საზოგადოება. როგორც მაშინ ჰქონდა ამ რეზოლუციას ჩალის ფასი, ახლაც აქვს ჩალის ფასი. უფრო მეტიც - ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს ამ რეზოლუციას, ყველა იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც მთავარია სიმართლე.მთავარი მიზანია ისევ და ისევ იმ პროცესების ხელშეწყობა, რომელიც ჩაუვარდათ 2022 წელს. ამ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს, უფრო სწორად მათ უფროსებს ამოძრავებთ ერთადერთი მიზანი - რომ რამენაირად ხელოვნურად გამოიწვიონ მღელვარება ქართულ საზოგადოებაში, იმისათვის, რომ მოახერხონ ხელოვნურად ხელისუფლების შეცვლა. ამ ქვეყანაში არსებობს ხელისუფლება, რომელსაც აქვს სახალხო ლეგიტიმაცია.  გარდა იმისა, რომ ჩვენ მივიღეთ თავის დროზე არჩევნებში სახალხო ლეგიტიმაცია, დღეს 60%-ს აჭარბებს საზოგადოებაში ჩვენი ნდობა. შესაბამისად, ამას უნდა შეეგუოს ყველა. მათ შორის, ეს ოდიოზური ევროპარლამენტარები უნდა შეეგუონ ამას და როგორც 2022 წელს ვერ მოახერხეს ტყუილებით, მანიპულაციით საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევა, ასევე ვერ მოახერხებენ ამას ვერც ამ შემთხვევაში. როდესაც ევროპარლამენტარები მოგვიწოდებენ ჩვენ, რომ არ ვიზრუნოთ ღირებულებების დაცვაზე, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვაზე, არ მივიღოთ კანონი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, როდესაც მოგვიწოდებენ, რომ არ მივიღოთ კანონი ენჯეოების გამჭვირვალობის შესახებ, როდესაც ეს ყველაფერი ხდება, ამასთან ერთად, დამნაშავეებს გვიცხადებენ ისეთ ადამიანებად, რომლებზეც პირიქით, იქით უნდა ვიზრუნოთ და ჰუმანიტარული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, როდესაც გვეუბნებიან, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ქველმოქმედების მიღმა პოლიტიკური ნაბიჯები აქვს ისეთი გადადგმული, რომელმაც თვისებრივი გარდატეხა მოიტანა ამ ქვეყანას, ეს კაცი უნდა დაისაჯოს, ასეთ დროს ქართულ საზოგადოებას ისინი შეცდომაში ვერ შეიყვანენ. როგორც ვერ დააშანტაჟეს ამ ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა ქართველი ხალხი 2022 წელს, ვერ გაჭრის ეს შანტაჟი ვერც წელს“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1714130577

საერთაშორისო გამჭვირვალობამ, იგივე „ნაციონალურმა ბუნდოვანებამ“, გამოაქვეყნა ტყუილი, თითქოს ჩვენ დავმალეთ GRECO-ს ანგარიში, სინამდვილეში, უკვე გვაქვს გაცემული თანხმობა, ევროსაბჭოსთვის, რომ ეს ანგარიში გამოქვეყნდება - ირაკლი კობახიძე

საერთაშორისო გამჭვირვალობამ, იგივე „ნაციონალურმა ბუნდოვანებამ“, ამ ენჯეომ გამოაქვეყნა ტყუილი, იმასთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენ დავმალეთ GRECO-ს ანგარიში, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, გაცემულია თანხმობა ევროსაბჭოსთვის, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ანგარიში გამოქვეყნდება.„GRECO-ს ანგარიშზეა საუბარი. ეს ტყუილი გაავრცელა საერთაშორისო გამჭვირვალობამ, რომელსაც სინამდვილეში უნდა ერქვას ნაციონალური ბუნდოვანება, ანუ სრულიად იმის საპირისპიროა, რაც ჰქვია. ანუ „ნაციონალურმა ბუნდოვანებამ“, ამ ენჯეომ გამოაქვეყნა ტყუილი, იმასთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენ დავმალეთ GRECO-ს ანგარიში. სინამდვილეში, უკვე გვაქვს გაცემული თანხმობა, სტრასბურგისთვის, ევროსაბჭოსთვის, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ანგარიში გამოქვეყნდება, დღეების ამბავია. როგორც კი ითარგმნება, ეს ანგარიში იქნება გამოქვეყნებული. ასეთ ტყუილებს როცა ავრცელებს ეს კონკრეტული ენჯეომ გასაგებია, რა არის მათი მიზანი“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1714130516

300 კაცი საღამოობით კეტავს თბილისის ქუჩებს, რაც იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას - ირაკლი კობახიძე

ყველამ უნდა მიხედოს საკუთარ აქციებს, ჩვენ მივხედავთ ჩვენს აქციას, მათ მიხედონ საკუთარს. 300 კაცზე მეტს ვერ კრებენ და 300 კაცი საღამოობით კეტავს თბილისის ქუჩებს, რითაც იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც 29 აპრილს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებას შეეხებოდა.მისივე თქმით, შეკრებაზე მყოფი 300 კაციდან 2/3 არის დიმა ჩიქოვანის, ანუ კეზერაშვილის მიერ 1000 ლარად, ან უფრო ნაკლებად დაფინანსებული ადამიანების ერთობა.პრემიერის განცხადებით, საქართველოში არის დემოკრატია, უზრუნველყოფილია შეკრების თავისუფლება და საკმარისი დრო აქვს რადიკალურ ოპოზიციას, რომ გამართონ საპროტესტო აქციები სამშაბათს, ოთხშაბათს, ან თუნდაც ხუთშაბათს, მაგრამ თავი დაანებონ ორშაბათს.„თავის აქციებს მიხედონ, რომ ვერ კრებენ 300 კაცზე მეტს ყოველდღიურად და ვნახავთ ასევე როგორი იქნება ჩვენი აქციის შემადგენლობა. ძალიან ნერვიულობენ ჩვენს აქციაზე და ნერვიულობას უბრალოდ ვერ მალავენ მთელი ამ დღეების განმავლობაში. ნუ ნერვიულობენ, სანერვიულო აქვთ, მაგრამ მე მოვუწოდებ მშვიდად შეხედონ ამ ყველაფერს და საბოლოო ჯამში ეს მათ სიმშვიდეს მეტად წაადგება.29 აპრილს, გაიმართება ჩვენს მიერ დაანონსებული აქცია და ამის შემდეგ, აქ ასევე იყო სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ორშაბათსაც უნდოდათ აქციის გამართვა, რადგან კომიტეტი იმართება და ა.შ. მე შეგახსენებთ, რომ მეორე მოსმენით ამ კანონპროექტის განხილვას, თუ ოპოზიცია მოინდომებს, შეიძლება დასჭირდეს 2-3 დღე. შესაბამისად, საკმარისი დრო აქვს რადიკალურ ოპოზიციას, რომ გამართონ საპროტესტო აქციები სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს. ამიტომ, თავი დაანებონ ორშაბათს და კეთილი ინებონ და აქციები ჩაატარონ იმ დღეებში, როცა ამის საშუალება აქვთ, ეს არის სამშაბათი, ოთხშაბათი, შეიძლება ხუთშაბათიც, ამის საშუალება მათ აქვთ. საქართველო არის დემოკრატია, აქ უზრუნველყოფილია შეკრების თავისუფლება, რამდენიც უნდათ იმდენი შეიკრიბონ,“- განაცხადა პრემიერმა.