საკონსტიტუციო ცვლილების საყოველთაო-სახალხო განხილვები რუსთავში მიმდინარეობს

14:46 09-14-2019
12

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია, ამ წუთებში რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატულ თეატრში ქვემო ქართლის მოსახლეობას ხვდება.

სიტყვით მოსახლეობას დეპუტატები და კომისიის წევრები მიმართავენ ცოტა ხანში კი შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

შეხვედრას ოპოზიციიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მამუკა ჩიქოვანი, „ძალა ერთობაშია“ სანდრო ბარამიძე და ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები სოციალ-დემოკრატების“ წევრი გია ჟორჟოლიანი ესწრებიან. ასევე განხილვას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

კომისია, 13-30 სექტემბრის პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით 11 საჯარო შეხვედრას გამართავს, ყველა შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გაუძღვება. საყოველთაო-სახალხო განხილვებზე თავისუფალი დასწრების საშუალება ექნება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

ავტორი: გიორგი მაზმიშვილი