ამდენი შიერ-მწყურვალის ქვეყანაში პურის სანაგვეზე გადაყრა ვის გაუგია - სოციალური ქსელის მომხმარებელი ფოტოებს აქვეყნებს

11:58 09-14-2019
495

სოციალური ქსელის მომხმარებელი თბილისში, ერთ-ერთ რესტორანთან ახლოსმდებარე ბუნკერთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

„რესტორნებიდან თითქმის ყოველ დღე უამრავი საჭმელი პირდაპირ ბუნკერთან მიაქვთ და ყრიან, დღეს ჩემი თვალით ვნახე დაჭრილი და დაუჭრელი პურები როგორ მოიტანეს და დატოვეს დამლაგებლებმა. რა კანონია ასეთი, ამდენი უპოვარის და მშიერ-მწყურვალის ქვეყანაში ასეთი საკვების გადაყრას რომ „უბრძანებს რესტორნის მეპატრონეებს??? პურის სანაგვეზე გადაყრა ვის გაუგია ??? თითო რესტორანმა ჩაიბით ორი-სამი ოჯახი, ზამთარი მოდის და იხსენით შიმშილისაგან, ღმერთი არა გწამთ“, - წერს ნინო კვაჭანტირაძე ფეისბუქზე.

ფოტოებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოქალაქეების დიდი ნაწილი მოუწოდებდა ხელისუფლებას - შეიმუშაოს რეგულაცია, რომელიც სურსათის უვნელობის კანონსაც არ დაარღვევს და კვების ობიექტებსაც დაეხმარება „გამოუყენებელი პური“ სანაგვეზე არ გადაყაროს.