სახალხო არტისტი ანზორ ხერხაძე გარდაიცვალა

23:11 09-13-2019
64

საქართველოს სახალხო არტისტი, ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მსახიობი ანზორ ხერხაძე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თავისი ხანგრძლივი პროფესიული საქმიანობის დროს მსახიობი იყო მრავალი ჯილდოსა და პრემიის კავალერი - აკაკი წერეთლის, ლადო მესხიშვილის და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე.

იგი ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში 1962 წლიდან მუშაობდა, ნათამაშები აქვს 224 როლი.

გადაღებულია კინოფილმებში: „მაიაკოვსკი იწყებოდა ასე“, „პირველი მერცხალი“, „თბილისი და თბილისელები“, „ბაკულას ღორები“.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 2010 წელს ქუთაისში მსახიობის ვარსკვლავი გაიხსნა.