კანიბალი, მკვლელი ჯამბაზი და მფატრავი - 5 ცნობილი სერიული მკვლელის ისტორია

17:42 09-13-2019
3318

კაცობრიობის ისტორიას არაერთი სერიული მკვლელი ახსოვს. მათ შემზარავ ისტორიებზე უამრავი ფილმიც გადაღებულა. ცნობილი სერიული მკვლელების სია შედარებით გრძელია, თუმცა გთავაზობთ 5 მათგანის მოკლე ისტორიებს.

ჯონ ვეინ გეისი (1942-1994)

ამერიკელი სერიული მანიაკი. მან 1972-1978 წლებში 33 ადამიანი მოკლა. თავისი ჰომოსექსუალური გადახრების გამო, კლავდა მხოლოდ ახალგაზრდა მამაკაცებს და მათი ცხედრების უმეტესობას საკუთარი სახლის ეზოში მარხავდა. 1978 წელს გეისი დააპატიმრეს და 1994 წელს სიკვდილით დასაჯეს. მედიაში მან სახელი გაითქვა როგორც „მკვლელი ჯამბაზი“, რადგან დროდადრო იგი ჯამბაზის ფორმას იცმევდა და ასეთ ჩაცმულობით დადიოდა ადგილობრივ ღონისძებებსა და საბავშვო დღესასწაულებზე. 

width=1200

ანდრეი ჩიკატილო (1936-1994)

ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული სერიული მკვლელი საბჭოთა კავშირში. 1978 წლიდან 1990 წლამდე მან ოფიციალური მონაცემებით 53 ადამიანი მოკლა. მსხვერპლთა შორის იყო: 21 ბიჭი, 14 გოგონა, აგრეთვე 17 გოგო და ქალი. მისი პირველი  მსხვერპლი 9 წლის ელენა ზაკოტნევა იყო. თავის მსხვერპლებს ის ასახიჩრებდა, აჭრიდა ენებს, სასქესო ორგანოებს, კიდურებს, ჭამდა მათ შინაგან ორგანოებს. მოგვიანებით სახალხოდ გავრცელდა ხმა, რომ ანდრეი ჩიკატილო სიკვდილით დასაჯეს, მაგრამ ეს ცნობა დღემდე დაუზუსტებელია და არ გამორიცხავენ, რომ ის დღემდე ცოცხალი იყოს. ჩიკატილოს მეტსახელები: „ცოფიანი ცხოველი“, „როსტოველი მფატრავი“, „წითელი მფატრავი“.

width=900

 

ჰაროლდ შიპმანი (1946-2004)

შიპმანი ბრიტანეთის ისტორიაში შევიდა როგორც ექიმი სერიული მკვლელი. ჯამში მისი მსხვერპლთა რაოდენობა 200 ადამიანს აღემატება. ჰაროლდი თავის პაციენტებს ინიექციის სახით უკეთებდა დიამორფინის სასიკვდილო დოზას, რის შემდეგაც მსხვერპლის ანდერძებს წერდა, რათა მათი ქონება მიესაკუთრებინა. 2004 წლის 13 იანვარს, უეიკფლიდის ციხეში ის  ჩამომხრჩვალი იპოვეს.

width=615

ნიკოლაი ჯუმაგალიევი (1952 – 66 წლის)

ყაზახი მკვლელი და კანიბალი, ცნობილი როგორც კაციჭამია. მას 47 მკვლელობაში სდებდნენ ბრალს, მაგრამ დაუმტკიცეს მხოლოდ 10 მკვლელობა. თვითონ ჯუმაგალიევი ამბობს რომ მოკლა და შეჭამა 50 ქალი, რომელთა უმეტესობა  მეძავი იყო. მათი ხორცით ის  სხვადასხვა კერძებს ამზადებდა და თავის მეგობრებს ვახშმად პატიჟებდა. ჯუმაგალიევს მიუსაჯეს 8 წელი დახურულ კლინიკაში.

width=900

ბელ განესი (1859-1908)

ყველაზე ცნობილი და სასტიკი ქალი მკვლელი, რომელმაც დაახლოებით 40 ადამიანი მოკლა. მოკლულთა ნახევარზე მეტი მისი ნათესავები, ოჯახის წევრები და ახლობლები იყვნენ, მათ შორის შვილები, ქმარი და სავარაუდო მომავალი საქმროები. ბელ განესის სიკვდილი დღემდე იდუმალებითაა მოცული. მისი თავმოკვეთლი ცხედარი პოლიციამ იპოვა, თუმცა დღემდე ვერ დაამტკიცეს ეს ნამდვილად ბელ განესის ცხედარი იყო თუ არა.    

width=400

ავტორი: მარიამ გიგანი