პატრიოტთა ალიანსმა“ დევიდ კრამერისა და მეთიუ ბრაიზას წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეიტანა

16:54 09-13-2019
265

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადენლებმა დევიდ კრამერისა და მეთიუ ბრაიზას წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.

ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ლომიამ განაცხადა.

„პატივის და ღირსების შელახვის გამო ჩვენ შევიტანეთ განცხაება გენერალურ პროკურატურაში, რათა გამოიძიონ ის ინციდენტი, რომელიც მოხდა სასტუმრო რუმსში. ჩვენ განცხადება შევტანეთ ბატონი კრამერის და ბატონი მეთიუ ბრაიზას წინააღმდეგ“, - განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ლომიამ.

შეგახსენებთ, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მიწვევის გარეშე მივიდა და ღონისძიების ჩაშლა სცადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დევიდ კრამერმა, ჟურნალისტებს და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერსა და ინაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.

ამის შემდეგ სიტუაცია შენობის გარეთ დაიძაბა. „ობიექტივის“ ჟურნალისტმა რასმუსენის განცხადებები გააკრიტიკა და ამის შემდეგ თამარ ჩერგოლეიშვილს დაუპირისპირდა.

ვითარების გასამუხტავად ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.

„პატრიოტთა ალაინსი“ 15 სექტემბერს ამერიკის საელჩოსთან აქციას გამართავს. 

ავტორი: თორნიკე ხურციძე