რატომ არ წავიდა ანი გიუნტერი „რუსთავი2“-დან

16:31 09-13-2019
353

სატელევიზიო ცვლილებები „რუსთავი 2-ის დილის გადაცემასაც შეეხო.

„დილა მშვიდობისა საქართველოს“ პროდიუსერმა ლიკა კინწურაშვილმა, წამყვანმა ეკა სამხარაძემ და რამდენიმე ჟურნალისტმა დატოვა. 

რაც შეეხება დილის გადაცემის კიდევ ერთ სახეს, ანი გიუნტერს, ის 13-წლიან კარიერას კვლავ „რუსთავი 2“-ში აგრძელებს. 

ანი ამბობს, რომ ზაფხული, სატელევიზიო ცხოვრებაში განვითარებული მოვლენების გამო, ძალიან მღელვარე და სანერვიულო იყო. 

„ეს ზაფხული სატელევიზიო ცხოვრებაში განვითარებული მოვლენების გამო ძალიან მღელვარე და სანერვიულო იყო, მაგრამ ყოველთვის ვფიქრობდი იმაზე, რომ ემოციებს არ ავყოლოდი. ემოციები საქმიან ურთიერთობებში არასდროს არის მომგებიანი. სწორედ ასეთივე შემართებით მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავრჩე არხზე, სადაც 13 წელია ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც მიყვარს და დავრჩი იმ არხზე, რომლის ერთგულიც ვარ“, - ამბობს ანი გიუნტერი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში.  

 

წყარო: ჟურნალი „სარკე“