კოდორი შენმა ქმარმა ჩააბარა, გამყიდველო - „ობიექტივის“ ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილს

14:40 09-10-2019
1821

თქვენ ხართ მოღალატეები, კოდორი და ახალგორი შენმა ქმარმა ჩააბარა, შე გამყიდველო - ტელეკომპანია „ობიექტივის“ ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილს დაუპირისპირდა.

თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, „Now What?”, რომელიც მეორე დღეა მიმდინარეობს, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი მივიდა, რის გამოც დარბაზში ხმაური და დაპირისპირებაა.

დარბაზში ხმაურის გამო, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი, „პატიოტთა ალიანსის“ ლიდერთან მივიდა. მან ჟურნალისტებს და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერსა და ინაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.

ამ წუთებშიადგილზე  ვითარება ისევ დაძაბულია.