ფხენიანი მზადაა ბირთვული განიარაღების შესახებ მოლაპარაკებები განაახლოს

13:30 09-10-2019
20

ჩრდილოეთ კორეა მზადაა განაახლოს ბირთვული განიარაღების შესახებ მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამის შესახებ განცხადება, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა.

ჩო სონ-ჰუი ამბობს, რომ სურთ აღადგნინონბ „ყოვლისმომცველი“ დისკუსიები ისეთ პირობებში, რომლებიც ხელსაყრელი იქნება ორივე მხარისთვის.

მოლაპარაკებების განახლების იმედს გამოთქვამს აშშ-ს სახელმწიფო მივანი მაიკ პომპეოც.

გასულ წელს, აშშ-ს პრეზიდენტისა და ფხენიანის ლიდერის პირველ შეხვედრაზე, მხარეები კორეის ნახევარკუნძულის სრულ ბირთვულ განიარაღებაზე შეთანხმდნენ, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, თუ რას ნიშნავს ეს პროცესი და როგორ მიაღწევენ ამ შედეგს.

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ამავე თემაზე სასაუბროდ მეორედაც შეხვდნენ, თუმცა მას შემდეგ მოლაპარაკებები გაჩერდა და ჩრდილოეთ კორეამ რაკეტებზე ცდები განაახლა.

მთავარი პრობლემა ჩრდილოეთ კორეაზე დაწესებული სანქციებია, რომელთა მოხსნასაც ჯერ ამერიკის შეერთებული შტატები არ გეგმავს. დონალდ ტრამპის მხრით, ეს შესაძლებელია, თუმცა მხოლოდ ფხენიანის მიერ გარკვეული ნაბიჯების გადადგმის შემდეგ.

ავტორი: მარიამ გიგანი