დევიდ ბეკჰემმა ჩინელ მოდელზე „იქორწინა“

18:30 09-09-2019
744

ლონდონის ქუჩებში დევიდ ბეკჰემი ჩინელ პატარძალთან ერთად შენიშნეს. 44 წლის ვარსკვლავი და 30 წლის მოდელი Londoner Macao-ს ახალი სასტუმროს რეკლამაში გადაიღეს, სადაც ისინი მეფე-პატარძლის როლს ასრულებენ.

თეთრ კაბაში გამოწყობილ ლამაზმანთან ერთად დევიდ ბეკჰემის დანახვამ პრესა მალევე აალაპარაკა და რეკლამის გადასაღები მოედნიდან უამრავი ფოტო გავრცელდა.

30 წლის მოდელი, რომელსაც ბეკჰემთან ერთად იღებენ, ანჯელაბეიბია.

დევიდ ბეკჰემმა სასცენო პატარძალთან ერად ინსტაგრამზე ვიდეოც გამოაქვეყნა და ფანები აალაპარაკა. მალევე გამოჩნდენ სოც-ქსელის ისეთი მომხმარებლები, რომლებიც დევიდ ბეკჰემსა და მის მეუღლეს - ვიქტორია ბეკჰემს შორის შესაძლო უთანხმოებაზე ალაპარაკდნენ. ეჭვები ვიქტორიამ მალევე გაფანტა და ინსტაგრამზე პოსტი განათავსა, რომ მისი მეუღლე შაბათ-კვირას საკუთარ შვილებთან ერთად ატარებს.

ავტორი: მარიამ გიგანი