დღეს აბანოს მოედნიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით მოძრაობა ჩაიკეტება

11:15 08-25-2019
85

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დღეს, 22:00 საათიდან 26 აგვისტოს 08:00 საათამდე თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე, აბანოს მოედნიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით მოძრაობა ჩაიკეტება. გადაადგილება შესაძლებელი იქნება მეტეხის ხიდის გავლით, მარცხენა სანაპიროს მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ბარათაშვილის ქუჩიდან აბანოს მოედნისკენ წამსვლელი ავტომანქანები ვერ ისარგებლებენ ბარათაშვილის ქუჩის ბოლოს არსებული პანდუსით (სასტუმრო „ამბასადორთან“), ისინი მოძრაობას გააგრძელებენ ბარათაშვილის ხიდზე, საიდანაც ჩავლენ მარცხენა სანაპიროზე.

ავლაბრიდან ბარათიშვილის ხიდზე მოძრავი ავტომანქანები ვერ ისარგებლებენ იუსტიციის მიმართულებით ჩამსვლელი პანდუსით და მოძრაობას პირდაპირ - ბარათაშვილის ქუჩაზე გააგრძელებენ“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.